სამართალდამცავებმა სამეგრელოში მამაკაცი დააკავეს, რომელსაც საკუთარ მამიდაშვილზე სექსუალური ძალადობა ედება ბრალად.
შემთხვევა დაახლოებით ერთი წლის წინ მოხდა, თუმცა, დაზარალებულმა ფაქტის შესახებ რამდენიმე დღის წინ განაცხადა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინაროებს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.