სამეგრელოში საფეხბურთო აკადემიის შექმნის საკითხი განიხილება

სამეგრელოში საფეხბურთო აკადემიის შექმნის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის საკითხი აქტიურად განიხილება და ამ საკითხზე მუშაობა დაწყებულია. ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია ავრცელებს.

დღეს რეგიონის გუბერნატორი ლევან შონია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს  კახა ჭუმბურიძეს შეხვდა. შეხვედრაზე საფეხბურთო აკადემიის საკითხის გარდა, რეგიონში საფეხბურთო სფეროში არსებულ მდგომარეობაზე და  საჭიროებებზე ისაუბრეს.  ყურადღება გამახვილდა ბავშვთა ფეხბურთის განვითარების საკითხზეც.

გუბერნატორსა და ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს შორის გამართულ შეხვედრას რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი დათო კოდუა და ფედერაციის წარმომადგენლები გიორგი რევაზიშვილი და ზაზა ზანთარაძე  ესწრებოდნენ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი