სამგზავრო მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა

ოზურგეთი-თბილისის მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა. მგზავრებს მატარებელი დაატოვებინეს.

“საქართველოს რკინიგზაში” აცხადებს, რომ არავინ დაშავებულა და ევაკუაცია დროულად მოხდა.

“გომი-აგარას გადასარბენზე, ოზურგეთი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლის ერთ-ერთ ვაგონში, მოხდა დაკვამლიანება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა დროულად და ამ წუთებში საქართველოს რკინიგზა მგზავრების ალტერნატიული ტრანსპორტით გადაყვანაზე მუშაობს, გზაშია დამატებითი მატარებელი. გამომწვევი მიზეზის დადგენის მიზნით მიმდინარეობს მოკვლევა.მგზავრებს ბილეთის საფასური სრულად აუნაზღაურდებათ”, – აცხადებენ “რკინიგზაში”.

კომენტარები

დატოვე კომენტარი