სამოქალაქო აქტივისტებმა ზუგდიდში ძეგლებს ანტისაოკუპაციო თვალსახვევები გაუკეთეს

სამოქალაქო აქტივისტებმა ზუგდიდში, ყველა ბიუსტს თვალზე წითელი, ანტისაოკუპაციო სახვევი გაუკეთეს.

აქტივისტების თქმმით, ეს საზოგადო მოღვაწეები ცოცხლები რომ იყვნენ, სამოქალაქო პროტესტს გაიზიარებდნენ, მოვლენების მონაწილეები, გულშემატკივრები და ლიდერები იქნებოდნენ.

თვალზე წითელი სახვევი თბილისში, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციების სიმბოლოა იმ ადამიანების სოლიდარობის ნიშნად, რომლებმაც 20 ივნისის ღამეს თვალი დაკარგეს.



კომენტარები

დატოვე კომენტარი