წალენჯიხის რაიონის სოფელ საჩინოში გზის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ნოემბერში დაიწყება და 2018 წლის განმავლობაში დასრულდება. ამის შესახებ საჩინოელების აქციაზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს. აქციის მონაწილეებს დღეს გუბერნატორის მოადგილე დავით კოდუა და პროექტების მართვის კოორდინირების სამსახურის უფროსი ნუგზარ გაბელია შეხვდნენ.
აქციის მონაწილეთაგან შეირჩა ერთ-ერთი, რომელსაც მუდმივი კოორდინაცია ექნება სწორედ სამხარეო ადმინისტრაციასთან.
საჩინოელების აქცის რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.