ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მეუღლემ სანდრა რულოვსმა ზუგდიდში გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერი ფლაერები დაარიგა.
ინფორმაციას ტელეკომპანია “ოდიში” ავრცელებს.
სანდრა რულოვსის განცხადებით, “ცვლილებების დროა”.
“ხალხი იძახის, რომ მიშა ჩამოვიდეს. ჯერ ძალა ვაჩვენოთ და მიშაც ჩამოვა დასახმარებლად”, – აცხადებს რულოვსი.
სანდრა რულოვსი ზუგდიდის საარჩევნო კამპანიაში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე მურთაზ ზოდელავასთან და “ედპ”-ს თავმჯდომარე ბაჩუკ ქარდავასთან ერთად ჩაერთო.