“ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი სანდრა რულოვსი საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდებს და აცხადებს, სახელისუფლო მუქარა არ მუშაობს.
ასე გამოეხმაურა ოპოზიციონერი კანდიდატი დღეს გამართულ ბრიფინგზე ნაცატუს ბაღის გამგის თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას.
“ირმა ნაჭყებია სისულელის გამო გაათავისუფლეს კორცხელის შუალედური არჩევნებიდან 10 დღეში. მან მიმართა სასამართლოს და მოიგო პროცესი. ასევე, მარტვილში, ყოფილმა სოფლის გამგებლებმა მოიგეს პროცესი და ორივე შემთხვევაში სასამართლომ მათ თანამდებობებზე აღდგენა მოითხოვა. ეს ნიშნავს იმას, რომ მუქარა არ მუშაობს. ასე რომ იყავით მშვიდად, ჩაერთეთ დემოკრატიულ პროცესებში როგორც შეგიძლიათ და თუ რამე უსამართლობა იქნება, აუციელბლად ვიპოვით სამართალს”, – განაცხადა რულოვსმა.