საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ლომისის მამათა მონასტრის ტერიტორიაზე ორი პირი დააკავეს

ლომისის მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ორი პირი დააკავეს. ისინი სავარაუდოდ ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით არიან დაკავებული. მომხდარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს.

სუს-ის განცხადებით, მათ უკვე მიმართეს ყველა მექანიზმს, რათა დაკავებულთა გათავისუფლება უმოკლეს ვადაში მოხდეს.

 

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი