საოკუპაციო ძალებმა 205 უკრაინელი ბავშვი მოკლეს

უკრაინაში, რუსეთის შეჭრისა და ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, 205 ბავშვი დაიღუპა, 362-ზე მეტი კი დაშავდა – ინფორმაციას უკრაინის პროკურატურა ავრცელებს.

“რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის შედეგად უკრაინაში 567-ზე მეტი ბავშვი დაზარალდა, 205 დაიღუპა და 362-ზე მეტი დაშავდა“, – აცხადებენ უკრაინის გენერალურ პროკურატურაში.

მათივე ცნობით, ეს მაჩვენებლები არ არის საბოლოო, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, მონაცემების დაზუსტება ვერ ხერხდება.

ამასთან, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ დაბომბვის შედეგად დაზიანდა 1018 სასწავლო დაწესებულება, საიდანაც 95 მთლიანად განადგურდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი