საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა

საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა. ოქმი გორისა და ატენის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრია გვაზავამ წაიკითხა.

„2026 წლის 3 აპრილს საქართველოს საპატრიარქო რეზიდენციაში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა.

სხდომა დაიწყო უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის სულის მოსახსენებელი პანაშვიდით, რომელიც გადაიხადა საქართველოს

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) წმინდა სინოდის წევრებთან ერთად.

ამის შემდეგ წმინდა სინოდის სხდომა გახსნა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი).

თავის მისასალმებელ სიტყვაში მიტროპოლიტმა შიომ აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ღვაწლი და დამსახურება ეკლესიისა და ერის წინაშე. მან მადლობა გადაუხადა წმინდა სინოდის წევრებს, სამღვდელოებას, ხელისუფლებასა და ქართველ ხალხს მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია II-ის მიმართ გამოხატული სიყვარულისთვის და ითხოვა ეკლესიისა და ერის სისავსისაგან ლოცვითი შეწევნა ერთსულოვნების შესანარჩუნებლად და საარჩევნო პროცესის ღვთის სათნოდ წარსამართებლად.

სხდომის მდივნად არჩეულ იქნა გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა).

მიტროპოლიტმა შიომ წმინდა სინოდის სხდომას წარუდგინა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის 1995 წლის მართვა-გამგეობის დებულების თანახმად შემუშავებული შემდეგი საარჩევნო პროცედურული საკითხები:

ა) საპატრიარქო კანდიდატების (სამი კანდიდატი) გამორჩევის წესი (სამუშაო ვერსია);

ბ) საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გამოსარჩევად საქართველოს მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის გაფართოებული კრების პროცედურული საკითხები (სამუშაო ვერსია);

გ) დასახელებულ იქნა შემდეგი კომისიები: ხმის დამთვლელი, სამანდატო და სარედაქციო, რომლებიც უზრუნველყოფენ საარჩევნო პროცესის სამართლიან, გამჭვირვალე და ორგანიზებულ ჩატარებას.

საკითხებთან დაკავშირებით თავიანთი აზრი გამოთქვეს:

დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსმა ზენონმა (იარაჯული), ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბამ (გიგიბერია), მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა ანანიამ (ჯაფარიძე), ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა (ბერბიჭაშვილი), ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი), ახალციხის და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე), აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა (მახარაძე), მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგიმ (ჯამდელიანი), ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი), ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი), ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსმა დოსითემ (ბოგვერაძე), ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტმა ისაიამ (ჭანტურია), ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი), შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე), ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა (დათუაშვილი), ცურტაველმა მიტროპოლიტმა ვახტანგმა (ახვლედიანი), გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა), მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი).

წმინდა სინოდმა იმსჯელა და დაადგინა:

  1. წმინდა სინოდმა შემდგომ სხდომაზე განიხილოს საპატრიარქო კანდიდატების სია და პროცედურების დაცვით გამოავლინოს საბოლოო კანდიდატები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წარსადგენად.
  2. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გამოსარჩევი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება ჩატარდეს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში.
  3. კომისიების წევრი მღვდელმთავრების სია:

ა) ხმის დამთვლელი კომისია:

კომისიის თავმჯდომარე:

ახალციხის და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე);

კომისიის წევრები:

ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი), მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე), აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე), ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი), ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი), ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე);

ბ) სამანდატო კომისია:

კომისიის თავმჯდომარე:

ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა (გიგიბერია);

კომისიის წევრები:

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი (ბულუხია), ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი), სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონი (ცაკაშვილი), ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი დოსითე (ბოგვერაძე);

გ) სარედაქციო კომისია:

კომისიის თავმჯდომარე:

გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა);

კომისიის წევრები:

ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი), ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი), ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი (გამრეკელიძე), მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე).

  1. წმინდა სინოდის მომავალ სხდომამდე მმართველმა მღვდელმთავრებმა თავიანთი ეპარქიებიდან წარმოადგინონ გაფართოებული კრების დელეგატთა სრული სია წმინდა სინოდის სხდომაზე დასამტკიცებლად“, – ნათქვამია წმინდა სინოდის სხდომის ოქმში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი