საფრანგეთში საქართველოს ელჩმა თანამდებობა დატოვა

საფ­რან­გეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ელჩმა თეა კა­ტუ­კი­ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა. ამის შე­სა­ხებ იგი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

“ძვირ­ფა­სო თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ნო, ძვირ­ფა­სო მე­გობ­რე­ბო, დღეს მე ვტო­ვებ საფ­რან­გე­თის რეს­პუბ­ლი­კა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ელ­ჩის თა­ნამ­დე­ბო­ბას. 1-ელ მა­ისს სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნისტრს წარ­ვუდ­გი­ნე გა­დად­გო­მის თა­ო­ბა­ზე ჩემი გან­ცხა­დე­ბა, რო­მე­ლიც ძა­ლა­ში შე­ვი­და დღეს, 1-ელ ივ­ლისს.

მსურს, მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს, ქალ­ბა­ტონ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს იმ ნდო­ბის­თვის, რო­მე­ლიც მან 2019 წელს გა­მო­მი­ცხა­და ელ­ჩის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ჩემი კან­დი­და­ტუ­რის წარ­დგე­ნით. ჩემ­თვის აღ­ნიშ­ნუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბა მხო­ლოდ და მხო­ლოდ დიდ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას უკავ­შირ­დე­ბო­და. და­კის­რე­ბუ­ლი მან­და­ტის შეს­რუ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩემს მი­ზანს წარ­მო­ად­გენ­და სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი დაც­ვა, პო­ლი­ტი­კუ­რი მი­კერ­ძო­ე­ბის გა­რე­შე, და საფ­რან­გეთ­სა და ევ­რო­კავ­შირ­თან ჩვე­ნი ქვეყ­ნის და­ახ­ლო­ე­ბა. გა­დად­გო­მის თა­ო­ბა­ზე ჩემს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას წინ უძღო­და სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მხრი­დან ელ­ჩის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ნიშ­ვნის პირ­ვე­ლი დღი­დან ჩემ­ზე მუდ­მივ რე­ჟიმ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ზე­წო­ლა.

იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ბოლო 25 წე­ლი­წა­დი გა­ვა­ტა­რე საფ­რან­გეთ­ში და ვფლობ საფ­რან­გე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას, თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­თან­ხმე­ბი­სას არ მი­ფიქ­რია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდე­ბო­და სა­ზღვარ­გა­რეთ ჩემი გან­ვლი­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი გზა და ჩემი პო­ლი­ტი­კუ­რი მი­უ­კერ­ძო­ებ­ლო­ბა. პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან გავ­ხდი სა­ელ­ჩო­ში არა­ერ­თი სე­რი­ო­ზუ­ლი დარ­ღვე­ვი­სა და სტრუქ­ტუ­რუ­ლი გა­უ­მარ­თა­ო­ბის მოწ­მე, რაც მნიშ­ვნე­ლო­ვან ზი­ანს აყე­ნებს საფ­რან­გეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის ინ­ტე­რე­სებ­სა და იმიჯს. ვე­რა­სო­დეს წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ ფუნ­ქცი­ის შეს­რუ­ლე­ბა მო­მი­წევ­და მუდ­მი­ვი შე­უ­რა­ცხყო­ფის, ცი­ლის­წა­მე­ბის, ზე­წო­ლის, შე­ვიწ­რო­ე­ბი­სა და მუ­ქა­რის კონ­ტექ­სტში, რაც სა­თა­ვეს იღებს სის­ტე­მა­ში ღრმად დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი კლა­ნუ­რი და კლი­ენ­ტის­ტუ­რი პრაქ­ტი­კი­დან, რო­მე­ლიც წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­ში მო­დის იმ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­თან, რომ­ლებ­საც ვი­ცავ და იმ მიზ­ნებ­სა და მის­წრა­ფე­ბებ­თან, რაც სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ გა­მაჩ­ნია.

ღრმად მჯე­რა, ზე­მო­თაღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ხელ­მწი­ფოს­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია, არ ასა­ხავს ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის რე­ა­ლო­ბას. ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მის­წრა­ფე­ბე­ბი ეფუძ­ნე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბებს – იმ ფა­სე­უ­ლო­ბებს, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის­თვის ფუნ­და­მენ­ტუ­რი და გა­ნუ­ყო­ფე­ლია, და რომ­ლე­ბიც გვა­კის­რე­ბენ ერ­თი­ა­ნო­ბი­სა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბას. აღ­ნიშ­ნულ მდგო­მა­რე­ო­ბას ჩემ­თვის ხელი არ შე­უშ­ლია და­კის­რე­ბუ­ლი მი­სი­ის შეს­რუ­ლე­ბა­ში, რა თქმა უნდა, დიდი პი­რა­დი ძა­ლის­ხმე­ვის ფა­სად და კო­ვიდ – 19 – პან­დე­მი­ის გამო საქ­მი­ა­ნო­ბის მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­ზღუდ­ვის პი­რო­ბებ­ში. ჩემი მან­და­ტის მან­ძილ­ზე მტკი­ცედ ვაგ­რძე­ლებ­დი საფ­რან­გეთ­ში გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღებ პი­რებ­თან სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის დაც­ვას. აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­სია გან­სა­კუთ­რე­ბულ დატ­ვირ­თვას ატა­რებ­და და ატა­რებს იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ დღეს ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ის­ტო­რი­ის მნიშ­ვნე­ლო­ვან ეტაპ­ზე იმ­ყო­ფე­ბა. დღეს ჩვე­ნი ქვეყ­ნის ევ­რო­პუ­ლი მო­მა­ვა­ლი და მისი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა მხო­ლოდ და მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის პო­ლი­ტი­კურ არ­ჩე­ვან­ზე არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

აღ­ნიშ­ნულ გა­დამ­წყვეტ კონ­ტექ­სტში კი, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კად­რო და სტრუქ­ტუ­რუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი, რამ­დე­ნა­დაც თა­ვად გავ­ხდი მოწ­მე და რომ­ლის წი­ნა­შეც დგას სა­ქარ­თვე­ლოს დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი, ხელს უშ­ლის ქვე­ყა­ნას ეფექ­ტუ­რი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის გა­ტა­რე­ბა­ში ჩვენს წი­ნა­შე არ­სე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის სა­პა­სუ­ხოდ.

თუკი დღეს ვტო­ვებ ელ­ჩის ფუნ­ქცი­ას, ჩემი მზე­რა არ შორ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს, ახალ პრო­ფე­სი­ულ ეტაპ­ზეც გან­ვაგ­რძობ ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კურ და დე­მოკ­რა­ტი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ზრუნ­ვას და ძა­ლის­ხმე­ვას არ და­ვი­შუ­რებ, რათა ევ­რო­კავ­ში­რის­კენ და ზო­გა­დად, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი, პროგ­რე­სუ­ლი და ტო­ლე­რან­ტუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის­კენ სა­ქარ­თვე­ლოს სვლა გახ­დეს შე­უქ­ცე­ვა­დი“, – წერს კა­ტუ­კია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი