ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა სამინისტროს დელეგაციასთან ერთად აშშ-ში გაემგზავრა, სადაც ორ წამყვან ამერიკულ ავიაკომპანიასთან პირდაპირი ფრენების დაწყების შესახებ მოლაპარაკებებს გამართავს.
ეკონომიკის მინისტრი მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების – Delta Air Lines-ის და United airlines-ის წარმომადგენლებს შეხვდება და მათ საქართველოს შესახებ დეტალურ პრეზენტაციას წარუდგენს.
აშშ-სთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე მოლაპარაკების დასაწყებად დაგეგმილი ვიზიტი ნათია თურნავამ ჯერ კიდევ მიმდინარე წლის აგვისტოში დაანონსა.