პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველო კვლავ ე.წ. მწვანე ზონის სტატუსს ინარჩუნებს. პრემიერის თქმით, მნიშვნელოვანია ქვეყანას შეზღუდვების დაწესება მეორედ არ დასჭირდეს.
“დღეს საქართველო რჩება მწვანე ქვეყანად. დღეს საქართველო სხვებთან შედარებით ეფექტურად მართავს პანდემიის ადაპტაციის და მართვის ეტაპს. ესეც არ არის ახალ მთავარი განმსაზღვრელი ჩვენთვის. ჩვენ შეიძლება მწვანე ზონის სტატუსი ხვალ დავკარგოთ, ზეგ დავკარგოთ. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის პირველი – ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, მეორე არ დაგვჭირდეს შეზღუდვების დაწესება, რომელიც ასევე სერიოზულ დისკომფორტს და რისკებს შეუქმნის ეკონომიკის სწრაფ აღდგენას და რომ სწრაფად, ეფექტურად დავასრულოთ ეს საარჩევნო პროცესი და ჩავატაროთ ყველაზე გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნები პანდემიის პირობებში,” – განაცხადა გიორგი გახარიამ.