საქართველოს 5 თვითმმართველ თემსა და ერთ ქალაქში არჩევნების მეორე ტური ტარდება

დღეს თვითმმართველ ქალაქ ქუთაისსა და 5 თვითმმართველ თემში – მარტვილში, ბორჯომში, ოზურგეთში, ხაშურსა და ყაზბეგში მერის არჩევნების მეორე ტური ტარდება.

აღნიშნულ ქალაქებში მერობის ვერც ერთმა კანდიდატმა 50%-იანი ზღვარი ვერ გადალახა, რის გამოც არჩევნების მეორე ტურის დანიშვნა გახდა საჭირო.

აღსანიშნავია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებს, თუმცა საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, ქუთაისსა და მარტვილში მეორე ადგილზე გასული „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები საარჩევნო ბიულეტენებში მაინც არიან წარმოდგენილი.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 21 ოქტომბერს ჩატარდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი