“სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, დღეს საქართველოს სჭირდება გამოსავალი, რომელიც გააერთიანებს ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების პრობლემების გადაწყვეტას. პირველი ნაბიჯი – ახალი არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და კოალიციური მთავრობა.
“მეორე აუცილებელი ნაბიჯი – ევროკავშირთან და აშშ-თან სასწრაფოდ ურთიერთობის აღდგენა და მჭიდრო თანამშრომლობა. მხოლოდ ძლიერი მოკავშირეებით შეძლებს საქართველო, აღიდგინოს თავისი ადგილი საერთაშორისო ასპარეზზე და მიიღოს ის მეტი უსაფრთხოება და დაცულობა, რაც ჩვენი მომავლისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. ჩვენი ქვეყანა არ უნდა დარჩეს მარტო და დაუცველად. საკმარისია, შევცვალოთ ივანიშვილის მოძალადე რეჟიმი, დაჩქარებული წესით დაიწყება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, რაც საქართველოს მოქალაქეს მისცემს მეტ პერსპექტივას, შემოსავალს და მეტ დაცულობას, მაგრამ ის, რაც დღეს ხდება, რომ რეჟიმი საქართველოს ტოვებს მარტო – ეს არის მიზანმიმართული ღალატი! კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გამოსავალი არსებობს და მას მხოლოდ ივანიშვილი და მისი მოძალადე რეჟიმი ეღობება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.