საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალია დაამარცხა

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევრო 2024-ზე მესამე მატჩი პორტუგალიასთან გამართა და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

ჩვენს გუნდს საწყის ორ მატჩში ერთადერთი ქულა ჰქონდა მოპოვებული და, მერვედფინალში გასასვლელად, პორტუგალიასთან მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდა.

გუნდების შემადგენლობები:

საქართველო: გიორგი მამარდაშვილი, ოთარ კაკაბაძე, გიორგი გველესიანი, გურამ კაშია, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე.

პორტუგალია: დიოგო კოსტა, გონსალო ინასიო, ანტონიო სილვა, დანილო, დიოგო დალო, პედრო ნეტო, ჟოაო პალინია, ჟოაო ნევესი, ჟოაო ფელიქსი, ფრანსისკო კონსეისაო, კრიშტიანუ რონალდუ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი