საქართველოს გარედან ვერავინ აუკრძალავს საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვას – პრემიერი

აპრილში ჩატარებული სოციალური კვლევის თანახმად, მოსახლეობის 80%-ზე მეტი მხარს არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობას უჭერს, ხოლო 60%-ზე მეტი კანონს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.

“საქართველოს გარედან ვერავინ აუკრძალავს საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვას“, – განაცხადა კობახიძემ.

კობახიძემ მომიტინგეებს მოუწოდა, თავი შეიკავონ კანონის დარღვევისგან და ძალადობისგან, ხოლო სამართალდამცავებს მიმართა, მომიტინგეთა მხრიდან ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას მაქსიმალური მოთმინებით უპასუხონ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი