საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საკუთარი არჩევანი გააკეთა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ კრწანისის #4 საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი გააკეთა.

პატრიარქმა იმედი გამოთქვა, რომ ქართველმა ხალხმა აირჩია ის კანდიდატები, რომლებიც საქართველოს და ჩვენს ერს ემსახურებიან.
”მე იმედი მაქვს რომ ყველაფერი კარგად იქნება, ქართველმა ხალხმა აირჩია ის კანდიდატები, რომლებიც ემსახურება საქართველოს, ჩვენ ერს და გილოცავთ ამ არჩევნების კეთილად დამთავრებას”, – განაცხადა უწმინდესმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი