საქართველოში საყოველთაო კარანტიინი გამოცხადდა – ამის შესახებ გიორგი გახარიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციაში.
“საბოლოო მონაცემებით ჩვენ ქვეყანაში უკვე 100 ინფიცირებული გვყავს, მიუხედავად იმისა, რომ 18 გამოჯანმრთელებული გვყავს. დინამიკა ინფიცირებულების ზრდის მაღალია. დღეს ჩვენ გვაქ 3 შემთხვევა, რომლის წარმომავლობასაც ვერ ვადგენთ, მარნეულში ასეთ შემთხვევაში მივიღეთ გადაწყვეტილება და მარნეული და ბოლნისი გამოცხადდა საკარანტინე ზონად. ჩვენ ყველას გვესმის, რომ ამ ბრძოლაში, რომელიც გლობალურია ჩვენ შეგვიძლია გავიმარჯვოთ არამარტო სახელმწიფო უწყებების შრომით და ჯანდაცვის სფეროს შრომით არამედ ერთობლივი ძალებით. სამწუხაროდ ყველა ჩვენს მოქალაქეს არ აქვს გააზრებული რისკები, რომლებიც გადაადგილდებიან, მათ ვერ წარმოუდგენიათ რამდენად მაღალი რისკის შემცველია მათი ყოველდღიური წესის გაგრძელება. ის დამოკიდებულება, რომელსაც საქართველოს ქალაქებში ვხედავთ არის მიუღებელი. ამიტომ ვაცხადებთ საყოველთაო კარანტინს, ვფიქრობ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ესე მოქცევა”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერის თქმით, საგანგებო მდგომარეობის ვადით ცხადდება ფაქტობრივად სრული კარანტინი 21: 00 საათიდან იკრძალება როგორც ქვეითად ისე ტრანსპორტით ქალაქებში და ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება დილის 6:00 საათამდე. ფაქტობრივად ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან დილის 6 საათამდე ცხადდება ე.წ. საკომენდანტო საათი.
„იკრძალება სამზე მეტი პირის თავშეყრა, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა, სადაც სავალდებულოდ დაცული უნდა იყოს ორი მეტრის სოციალური დისტანცია. ამასთან, მთავრობის მიერ ნებადართულ საწარმოებს, რომლებიც განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში ცალკე იქნება გაწერილი, რომელთაც ექნება ცალკე პროტოკოლები, რომელიც შეთანხმებუილ იქნება ჯანდაცვის სამინისტროსთან და ჩვენ ამას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეკონომიკამ განაგრძნოს ფუნქციონირება და ის პოტენციალი, რომელიც გააჩნია საქართველოს ეკონომიკას, სრულად არ იყოს გაჩერებული და რა თქმა უნდა, იმისთვის, რომ ჩვენმა მოალაქეებმა მაქსიმალურად შეძლონ სამუშაო ადგილების შენარჩუნება”, – განაცხადა გახარიამ.
ამასთან, 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს სახლიდან გასვლა ეკრძალებათ იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიაში, აფთიაქსა და სამედიცინო დაწესებულებაში.
შეგახსენებთ, უკვე რამდენიმე საათია მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.
პრემიერთან შეხვედრა დღეს გაფართოებულ ფორმატში ჩატარდა. საბჭოს წევრების გარდა, სხდომას ესწრებოდნენ თბილისის მერი, მინისტრთა კაბინეტის წევრები და დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელობა.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 100-მდე გაიზარდა.