საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სომხეთი დაამარცხა

ერევნის რესპუბლიკურ სტადიონზე, სომხეთი-საქართველოს მატჩი, ერთა ლიგის 2024/25 წლის სეზონის პლეი ოფის პირველი შეხვედრა, საქართველოს გამარჯვებით დასრულდა.

პირველი გოლის ავტორი გიორგი ქოჩორაშვილი იყო, მან ნაკრები მატჩის 33-ე წუთზე დააწინაურა. მეორე და მესამე გოლი კი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა. შეხვედრა 0:3 დამთავრდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი