საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩილ თალაკვაძე აირჩიეს. გადაწყვეტილება მეათე მოწვევის პარლამენტმა რამდენიმე წუთის წინ მიიღო.
არჩილ თალაკვაძის პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევას 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
ამასთან,
მეათე მოწვევის პარლამენტის ვიცე-სპიკერატი აირჩიეს. გადაწყვეტილება მეათე მოწვევის პარლამენტმა რამდენიმე წუთის წინ მიიღო.
პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი გახდა, რომელსაც 85-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი არც ერთი იყო.
ასევე, მოადგილეების თანამდებობა დაიკავეს დავით სერგეენკომ და კახა კუჭავამ. დავით სერგეენკოს მხარი დაუჭირა 84-მა დეპუტატმა, არც ერთი წინააღმდეგი. კახა კუჭავას მხარი დაუჭირა 86-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი არც ერთი.
უმრავლესობის ლიდერის თანამდებობას ირაკლი კობახიძე დაიკავებს, ხოლო ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე იქნება.