საქართველოს პრეზიდენტმა დღეს შეწყალების მორიგი აქტი გამოსცა, რომლის მიხედვითაც 226 მსჯავრდებული შეიწყალა. ამის შესახებ შეწყალების კომისის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, შეწყალებულთა შორის 11 ქალბატონია, ხოლო 3 არასრულწოვანი.
„შეწყალებული მსჯავრდებულებიდან 154 დღესვე დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებს, 72-ს კი სასჯელი შეუმცირდებათ“, – განაცხადა ზვიად ქორიძემ.
მისივე თქმით, შეწყალების კომისია 18-24 ივლისს სულ 1 564 პირის საქმე განიხილა.