საქართველოს პრეზიდენტმა სააღდგომოდ 95 პატიმარი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა სააღდგომოდ შეწყალების აქტი გამოსცა.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე შეწყალების სახელმწიფო კომისიის ხელმძღვანელმა ზვიად ქორიძემ განაცხადა, გიორგი მარგველაშვილმა 95 პატიმარი შეიწყალა, რომელთაგან სასჯელაღსრულების დაწესებულებას 69 დატოვებს. ამათგან 10 ქალი, ორი კი – არასრულწლოვანი.

ქორიძის თქმით, სასჯელი შეუმსუბუქდა 26 მსჯავრდებულს, მათ შორის ქალს და ორ არასრულწლოვანს.

შეწყალების კომისიამ 597 მსჯავრდებულის საქმე განიხილა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი