საქართველოს პრეზიდენტმა სამოქმედო გეგმა “ქართული ქარტია” წარადგინა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სამოქმედო გეგმა “ქართული ქარტია” წარადგინა.

პრეზიდენტი მემორანდუმზე ხელმოწერას ყველა ოპოზიციურ პარტიას სთავაზობს. აღნიშნული მემორანდუმი რამდენიმე მნიშვნელოვან პუნქტს მოიცავს.

სალომე ზურაბიშვილის  განცხადებით, ოპოზიციური ფლანგის გამარჯვების შემთხვევაში, გაუქმდება “გამჭვირვალობის შესახებ” და “ოფშორების” შესახებ კანონი. გარდა ამისა, ამნისტია შეეხება ყველა იმ ადამიანს, რომელიც მაისისა და აპრილის მოვლენების დროს, საპროტესტო აქციებზე დააკავეს.

მემორანდუმის მიხედვით, თუ ოპოზიციური ფლანგი მოიგებს, უნდა მოხდეს სასამართლო და ძალოვანი სისტემის რეფორმირება.

ოპოზიციური პარტიები თანხმდებიან, ერთი წლის განმავლობაში, ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბებაზე.

კომენტარები

დატოვე კომენტარი