საქართველოს რამდენიმე ქალაქში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ცენტრალურ ოფისთან აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად გორგასლის ქუჩა გადაკეტეს.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, “ქართულ ოცნებას” არ მისცემენ უფლებას უარი თქვას საქართველოს ევროპულ მომავალზე. საპროტესტო აქციაზე ისმის შეძახილები: “მონებო”; “რუსებო”; “წადით”.

პარარელურად აქვია მიმდინარეობს ქუთასიში, სადაც დაპირისპირება იყო.

არსებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეებს “ქართული ოცნების” ოფისის მიმდებარედ, გზა ჰქონდათ გადაკეტილი, რის შემდეგაც სამართალდამცავებმა სავარაუდოდ, რამდენიმე პირი დააკავეს.

ასევე, აქვია მიმდინარეობს კახეთში, გორში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში.

აქციები თბილისში და რამდენიმე ქალაქში მას შემდეგ დაიგეგმა,რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობისა და სამთავრობო გუნდის შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო, ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.

კომენტარები

დატოვე კომენტარი