საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზოლთან დღეს უკვე მეორე მიწისძვრა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 10:39 საათზე დაფიქსირდა.
ბიძგების სიმძლავრე 4 მაგნიტუდა იყო.
ცნობისთვის, დღეს 03:48 საათზე, ამავე ტერიტორიაზე 4.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა.