საქართველოში დღეს მეოთხე მიწისძვრა მოხდა

საქართველოში დღეს მეოთხე მიწისძვრა მოხდა – ამის შესახებ ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტირს პირველადი ინფორმაციით, კიდევ ერთი მიწისძვრა თბილისის დროით 09:48 საათზე, საქართველო-სომხეთის სასაზღვრო ზოლთან მოხდა.

მისი სიდიდე 3.1 (ML) მაგნიტუდა იყო.

– 07:36 საათზე მიწისძვრა მოხდა სოფელ სამებასთან, მისი სიდიდე 4.8 მაგნიტუდა იყო;
– 09:10 საათზე კიდევ ერთი მიწისძვრა იყო საქართველო-სომხეთის სასაზღვრო ზოლთან;
– 09:18 საათზე მიწისძვრა იყო სოფელ სამებასთან.

კომენტარები

დატოვე კომენტარი