საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია „ვითიბი ბანკთან“ და ლუდ „აისთან“ ერთად, 29 სექტემბერს, 21:00 საათზე, ”დინამო არენაზე” საქველმოქმედო მატჩს ”მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის” გამართავს.
საქართველოს მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები ესტუმრებიან: ფრანჩესკო ტოტი, ანდრეი შევჩენკო, კარლეს პუიოლი, რივალდო, დიდა, ხავიერ ძანეტი, ზვონიმირ ბობანი, სერჟინიო, პაოლო მალდინი, ლუკა ტონი, ერნან კრესპო, ვინსენტ კანდელა, მარეკ იანკულოვსკი, ალესანდრო კოსტაკურტა, დემეტრიო ალბერტინი, დინო ბაჯო, მასიმო ამბროზინი, მასიმო ოტტო, მარკო დელვეკიო, სებასტიან ფრეი, ანჯელო დი ლივიო, კრისტიან აბიატი, სებასტიანო როსი, ჯუზეპე ფავალი, ანჯელო კარბონე, ივან კორდობა, დარიო შიმიჩი, იბრაჰიმ ბა, პიეტრო ვერხოვოდი და სხვები.
საქართველოში ფეხბურთის მსოფლიო ვარსკვლავები ჩამოვლენ და მატჩს გამართავენ. მატჩიდან შემოსული თანხა ბორჯომის ტყის დამწვარი ტერიტორიის აღდგენას მოხმარდება. ბილეთების გაყიდვა ონალიან რეჟიმში, საიტზე TKT.GE დღეს, 15:00 საათზე დაიწყება. ბილეთების ფასი 5, 10, 15 და 25 ლარი იქნება.