საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +40 გრადუსამდე მოიმატებს

საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +40 გრადუსამდე მოიმატებს. კერძოდ, სინოპტიკოსების ვარაუდით, აღმოსავლეთ საქართველოში უახლოეს დღეებში უმეტესად უნალექო ამინდი და აღმოსავლეთის ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი. 22-23 აგვისტოს ტემპერატურა +15 +35 გრადუსის ფარგლებში იქნება, ქარის სიჩქარე კი 20-25 მ/წმ-ს მიაღწევს. უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი 24 აგვისტოსაც და ტემპერატურა +34 გრადუსი იქნება.

მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელია დასავლეთ საქართველოშიც. 22-23 აგვისტოს +39 გრადუსამდე დაცხება, 24 აგვისტოს კი ჰაერის ტემპერატურა +40 გრადუსსაც მიაღწევს. ამასთან მოსალოდნელია აღმოსავლეთის ძლიერი ქარი, რომელიც 22-23 აგვისტოს 20-25მ/წმ სიჩქარით იქროლებს, ხოლო 24 აგვისტოს შესაძლებელია 28მ/წმ-მდეც კი გაძლიერდეს.

თბილისში უახლოეს დღეებში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი ტემპერატურა ღამით +18, დღე კი +34 გრადუსი იქნება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი