საქართველოში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 757 შემთხვევა არის დადასტურებული.

ასევე, გამოჯანმრთელდა კიდევ 24 პაციენტი და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სულ 600-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

ახალი კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 12 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 2966 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 250.

კომენტარები

დატოვე კომენტარი