საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და 914 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. საქართველოში კორონავირუსისგან 3 ადამიანი გამოჯანმრთელდა და გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 771-მდე გაიზარდა.
კარანტინის რეჟიმშია 2744 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 258 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.