საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 5-ით გაიზარდა და 958 გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 8-ით გაიზარდა და 838 გახდა.
ქვეყანაში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
ცნობისთვის, კორონავირუსის 5-ვე ახალი შემთხვევა შემოტანილია, აქედან 3 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, 2 კი სომხეთიდან შემოსული საქართველოს მოქალაქე.