საქართველოში კორონავირუსის 9 დადასტურებული შემთხვევაა. ინფიცირებულები საქართველოს მოქალაქეები არიან.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის გნცხადებით, საქართველოში დამატებით 5 ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა იტალიასთან არის დაკავშირებული. დაავადებულები ერთად იმყოფებოდნენ იტალიაში სამოგზაუროდ.
პაციენტები ინფექციურ საავადმყოფოში არიან მოთავსებულები.