საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 208-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსი 208 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 46 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.  ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა.

ვირუსმა 3 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

კარანტინის რეჟიმშია 4674 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 362 მოქალაქე რჩება.

გარდა ამისა, ოკუპირებულ აფხაზეთში 7 აპრილს კორონავირუსით დაინფიცირების ერთი შემთხვევა დადასტურდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი