საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები 61-მდე გაიზარდა

კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი საქართველოში 61-მდე გაიზარდა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

როგორც ვებგვერდზეა აღნიშნული, კარანტინის რეჟიმში 3320 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 235. ამ ეტაპისთვის გამოჯანმრთელებულია 8 პაციენტი.

3 შემთხვევა გამოვლინდა აჭარაში, ხოლო 4 თბილისში. 4 პაციენტი ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩამოვიდა და ისინი წარმოადგენენ ახალ კლასტერს, ერთი მათგანი კი, 15 წლის ბავშვია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი