საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 81-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4505 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 257 პირი.
ინფორმაციისთვის, 81 ადამიანიდან 13 გამოჯანმრთელებულია.