საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 33-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზეა გამოქვეყნებული.

ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის თანახმად, კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 427 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 73 პაციენტი რჩება.

დღეს დადასტურებულ სამივე შემთხვევაში, ინფიცირებულებს კონტაქტი ჰქონდათ უცხოლეებთა მაღალი რისკის ქვეყნებიდან, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

„ეს პაციენტები არიან საშუალო ასაკის პირები. ერთი მამაკაცი და ორი ქალბატონი. სამივე იყო კონტაქტში უცხოელებთან მაღალი რისკის ქვეყნებიდან. ვინარჩუნებთ იმედისმომცემ სიტუაციას, რომ საქართველოში მეოთხეული გადაცემა არ ყოფილა, როცა პაციენტმა არ იცის, თუ ვისგან დაინფიცირდა. სამივე ადამიანმა იცის, თუ ვისთან იყვნენ კონტაქტში. სამივე კარანტინში ან თვითიზოლაციაში იყო. არაფერი კავშირი ადამიანებს არ აქვთ იმ ჯგუფებთან, რომლებთანაც აქამდე იყო საუბარი. ამ სამიდან პაციენტიდან ერთის მდგომარეობა არის სერიოზული, ორის კი – დამაკმაყოფილებელი“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი