საქართველოში კორონავირუსით კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა.
გარდაცვლილი პაციენტებიდან ერთს რამდენიმე თანმდევი დაავადება ჰქონდა და მისი მდგომარეობა მძიმე იყო. ის კლინიკაში რამდენიმე დღის წინ შეიყვანეს.
რაც შეეხება მეორე გარდაცვლილს, 67 წლის მამაკაცი მკურნალობას ბათუმში გადიოდა. იგი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იყო მოთავსებული.
ექიმების ინფორმაციით, მამაკაცსაც თანმდევი დაავადებები აღენიშნებოდა.
ამ დროისთვის ქვეყანაში კოვიდ 19-ით დაღუპულთა რაოდენობა 23-ს შეადგენს.