საქართველოში კორონავირუსით მე-11 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, მეთერთმეტე პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

კორონავირუსით გარდაცვლილი მამაკაცი 81 წლისაა და ის ბათუმის „მედალფაში“ მკურნალობდა. გარდაცვლილი მამაკაცი ე.წ. ქობულეთის კლასტერს უკავშირდება.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 638 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 317 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 11 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

კომენტარები

დატოვე კომენტარი