საქართველოში კორონავირუსით პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილი 78 წლის ქალია. ის მკურნალობას საუნივერსიტეტო კლინიკაში გადიოდა.
პაციენტის ისტორია მარნეული-ბოლნისის კლასტერს უკავშირდება.
საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის ლევან რატიანის თქმით, ქალი გულის უკმარისობა და სუნთქვის გაძნელება აღენიშნებოდა. ის კლინიკაში 31 მარტს მოათავსეს.