საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი თბილისიდან 63 კილომეტრში, ქალაქ თიანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, სოფელ ახადთან იყო.

მათივე ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრემ 4 მაგნიტუდა შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით, თბილისის დროით 09:26 საათზე, მიწისძვრა სომხეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 30 კილომეტრშიც მოხდა, რომლის სიმძლავრე 5.1 მაგნიტუდა იყო.

მიწისძვრა შეგრძნებადი იყო საქართველოს მოსახლეობისთვისაც.

კომენტარები

დატოვე კომენტარი