დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ჯერჯერობით კორონავირუსის ახალი შტამის, „ომიკრონის“ შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
გამყრელიძის თქმით, მიმდინარეობს მუდმივი მონიტორინგი და ყველა ლაბორატორიას აქვს პროტოკოლი, რა შემთხვევაში შეიძლება მიიტანონ ეჭვი აღნიშნულ მუტაციაზე.
“მკაცრად უნდა დავიცვათ რეგულაციები, რაც არსებობს: ყველამ უნდა ატაროს პირბადე ღია და დახურულ შენობაში, რადან „ომიკრონი“ უფრო სწრაფად ვრცელდება. მნიშვნელოვანია სანიტარული წესებისა და დისტანციის დაცვა, უარი დიდ თავშეყრებზე და აცრები. რაც მეტია აცრილი ადამიანი, მით ნაკლები იქნება ინფექციის გავრცელების რისკი“, – განაცხადა გამყრელიძემ და დასძინა, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარება ნელი ტემპით, მაგრამ უმჯობესდება.