საქართველოში „ომიკრონის“ შემთხვევების პიკი იანვარში იქნება – ივანე ჩხაიძე

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, ივანე ჩხაიძე ვარაუდობს, რომ „ომიკრონის“ შემთხვევების პიკი საქართველოში იანვრის თვეში იქნება.

„ჯანმოს რეკომენდაციის გათვალისწინებით, ჩვენთან მოსახლეობის დიდი ნაწილი სწორედ იანვრისთვის უნდა იყოს მზად „ბუსტერ“ დოზის გაკეთების საშუალებით. ვაქცინირებულთა უმრავლესობა აგვისტოსა და სექტემბერში იყო იმუნიზაციის კაბინეტებში მისული. ჩვენ ხუთი თვიდან, სამ თვემდე შევამცირეთ ვადა მეორე დოზასა და „ბუსტერ“ დოზას შორის, რამაც შესაძლებლობა მისცა სწორედ აგვისტოსა და სექტემბერში ვაქცინირებულ ადამიანებს, ახლა გაიკეთონ „ბუსტერ“ დოზა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია მათი მომზადებისთვის, როდესაც ქვეყანაში იქნება „ომიკრონის“ შემთხვევების მაქსიმუმი“, – აღნიშნა ჩხაიძემ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი