საქართველოში 1 თვით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. შესაბამისი განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა.
„დღეს მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, შემოიღოს საგანგებო მდგომარეობა ერთ თვით, 2021 წლის 21 აპრილამდე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, სატრანსპორტო გადაადგილება არ იზღუდება.
“მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობას დღეს აქვს უფლება, შეზღუდოს სატრანსპორტო გადაადგილება, ჩვენ ამას ამ ეტაპზე არ ვაკეთებთ. თუ საჭირო გახდა და ჩვენ თუ შევამჩნიეთ და ვნახეთ, რომ ქალაქში, საქალაქთაშორისო მობილურობა მაინც არ მცირდება, ჩვენ შემდგომ უფრო მკაცრ ნაბიჯებსაც მივიღებთ”, – განაცხადა პრემიერმა.
საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას პარლამენტის მხარდაჭერა სჭირდება. პარლამენტი საგანგებო სხდომას დღესვე გამართავს.
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ახალ კორონავირუსს უკავშირდება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 47-მდე გაიზარდა, მათგან ერთი გამოჯანმრთელდა.