საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, პაციენტს ბოლო სამი შემთხვევიდან ერთ-ერთთან ჰქონდა კონტაქტი.

„შემოსული ახალი პაციენტის მდგომარეობა ჯერჯერობით, გამოხატული კლინიკით ფასდება, როგორც საშუალო სიმძიმის. დღეს ჩაუტარდება მას დამადასტურებელი კვლევები კიდევ განმეორებით. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია“, – თქვა ეზუგბაიამ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსი 34 ადამიანს დაუდგინდა, საიდანაც ერთი უკვე გამოჯანმრთელდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი