“წმინდა გაბრიელის საქველმოქმედო ფონდის” დამფუძნებელი სალომ ფაცაცია საკრებულოს წევრობისთვის იბრძოლებს. როგორც სოციალურ ქსელში ტავად წერს, ე.წ. კომბინატის მაჟორიტარობის კანდიდატად მას მმართველი გუნდი წარადგენს.
“ვინც მიცნობს იცის, ყოვლთვის თავდაუზოგავად ვიბრძვი სხვისი ბედნიერებისთვის და ასეც იქნება მომავალში. ფაქტმა, რომ ძალიან ბევრია დასახმარებელი და ძალიან ბევრს ვეიმედები, დამაფიქრა და გადამადგმევინა სერიოზული ნაბიჯი, ნაბიჯი, რომელიც შეცვლის მომავალს უკეთესობისკენ. ვიღებ მონაწილეობას თვითმართველობის არჩევნებში და ვარ კომბინატში მაჟორიტარობის კანდიდატი “ქართული ოცნების” ოფოციალური წარმომადგენელი. დიახ, თქვენთან ერთად და თქვენი მხარდაჭერით! მე, პირდაპირ თუ ირიბად, ყველას ოჯახში შემოვალ, მჯერა, რომ ერთად ყველაფერი გამოგვივა! ძალა ერთობაშიაო და დარწმუნებული ვარ თქვენთან ერთად გავიმაჯვებ. ჩვენ ერთად დავამარცხებთ შიმშილს, უსახსრობას და გაჭირვებას”, – წერს ფაცაცია.