სასწრაფო დახმარების ბრიგადის ხელფასი იზრდება

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომელთა ხელფასი 10%-ით იზრდება.

ოქტომბრიდან, გაზრდილ ხელფასს, 4 ათასამდე თანამშრომელი მიიღებს. სასწრაფოს ექიმის ხელფასი, თვეში, საშუალოდ, 8 მორიგეობის შემთხვევაში, 2184 ლარი გახდება, რეფერალის ექიმის – 2536 ლარი, პარამედიკოსის – 2184 ლარი, მოტომედიკოსის – 2184 ლარი, უმცროსი ექიმის – 1800 ლარი, ექთნის- 1664 ლარი, მძღოლის – 1520 ლარი, დისპეტჩერის – 1392 ლარი, ჰოსპიტალიზაციის მენეჯერის – 1648 ლარი, ცვლის უფროსის – 2560 ლარი, ცვლის უფროსის მოადგილის -2128 ლარი, ოპერატორის -1024 ლარი.

აღსანიშნავია, რომ სახელფასო ანაზღაურება, 2024 წლიდან, დამატებით 10 %-ით, ისევ გაიზრდება.

უკვე გაუმჯობესდა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაზღვევა.

2023 წელს, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი, მინდელის ქუჩაზე, ახლად გარემონტებულ შენობაში გადავიდა და მუშაობას ახალ სამუშაო გარემოში აგრძელებს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი