ბოლო 2 კვირის განმავლობაში, საქართველოში საწვავი 5-დან 50 თეთრამდე გაძვირდა. ინფორმაციას BPN ავრცელებს.
მათივე ცნობით, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე, ბოლო რამდენიმე დღეა ქართულ ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავი ფასი იზრდება.
გამოცემა წერს, რომ მსოფლიო ნავთობის მომარაგების დაახლოებით მეხუთედი, სწორედ, ჰორმუზის სრუტით ხორციელდებოდა. აშშ-ისრაელსა და ირანს შორის ომის დაწყების შემდეგ კი, სრუტეში გადაადგილება თითქმის შეჩერებულია, რაც გავლენას ახდენს საწვავის გლობალურ ფასებზე.

