სოფელ ჭველეში, სახლში გაჩენილ ხანძარს 75 წლის მამაკაცი ემსხვერპლა

სოფელ ჭველეში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 75 წლის მამაკაცი ემსხვერპლა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ცეცხლი ორსართულიან საცხოვრებელ სახლში გაჩნდა – დამწვარია 130 კვ.მ ფართობი.

ხანძარი ლიკვიდირებულია.

ადგილზე მუშაობდა 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი