სახმელეთო ტერმინალების თანამშრომლების აქცია ფოთში

ფოთის პორტის 15-მდე სახმელეთო-საკონტეინერო ტერმინალის თანამშრომლებმა და ხელმძღვანელმა პირებმა პორტის მმართველი კომპანიის „აი პი ემ ტერმინალს“-ის ოფისთან გამაფრთხილებელი აქცია გამართეს.

მათი განცხადებით, კომპანია საზღვაო კონტეინერების სატერმინალო დამუშავების პროცესის მონოპოლიზებას გეგმავს, რა მიზნითაც, 1 ივლისიდან მომხმარებელს მის სახმელეთო ტერმინალზე კომბინირებულ ფასებს სთავაზობს.

აქციის მონაწილეები ხელისუფლებას და ბიზნესომბუდსმენს მიმართავენ, მიიღონ შესაბამისი ზომები, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პერმანენტული აქციებით იმუქრებიან.

„აი პი ემ ტერმინალს“-ში კი განმარტავენ, რომ კომპანიის მიზანი და ვალდებულება საქართველოს მთავრობის წინაშე არის თანამედროვე, უმაღლესი დონის ნავსადგურის შექმნა, რაც გულისხმობს ნავსადგურში უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტებისა და უახლესი ტექნოლოგიების დანერგვას და სწორედ ამ მიზნით იგეგმება 1 ივლისიდან ინტეგრირებული ოპერირება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი